თემში შემავალი სოფლებია: ვაშტიალი, ქაქუთი. ჭანიეთი მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ ოზურგეთისგან დაშორებულია 7 კმ.-ით. სოფელი მდებარეობს ნაბადას მთის ძირში, მდინარე ჩოლოქის ხეობაში, ნაბადას ჩრდილოეთით დგას მუზარადის მთა, საიდანაც ჩამოედინება მუზარათის ღელე. ნიაბაურისა და ჭანიეთის საზღვარზე დგას ნასიმაგრევის მთა. სახელწოდება ჭანიეთი ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.
სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.