სგშ სკოპინგის განცხადება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის „დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის“ პროექტი


სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმა

დამგეგმავი ორგანო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა გომისმთა

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ნაწილი – ამავე კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ პროცედურის გავლა სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო კოდექსით განსაზღვრულ სექტორებში (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მართვა, ელექტრონული კომუნიკაციები, ტურიზმი, დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა) და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

მსგავსი სტატიები