დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ავთანდილ თალაკვაძე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
მერს, ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობასთან წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მერიის თანამშრომლები შეხვდნენ.
პირველი სამუშაო დღე მერმა თანამშრომლების გაცნობით დაიწყო და სამუშაო პროცესს გაეცნო.
„მადლობა მინდა გადავუხადო მხარდამჭერებს და საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ვიწყებთ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გავაცანით თანამოქალაქეებს. პირველ რიგში, დავიწყებთ ბიუჯეტის პროექტის დამუშავებას იმისთვის, რომ რესურსები მაქსიმალურად მორგებული იყოს არსებული პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე.“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.