ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს სოფელ ლიხაურიდან მოქალაქეებმა მიმართა, ხეების გეგმიური ჭრის გამო, რომელსაც კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მიმდებარედ.
ავთანდილ თალაკვაძე, კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, არსებულ პრობლემას ადგილზე გაეცნო, მერის განცხადებით, მრავალწლიანი ხეების შენარჩუნება მაქსიმალურად უნდა მოხდეს, გარემოსდაცვითი ინტერესების და უსაფრთხოების მოთხოვნების საუკეთესო ბალანსით.