სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/03/2019

12 მარტს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება





საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ  მუზეუმ-ნაკრძალში ღონისძიება გაიმართა.

დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკლოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.

ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილეები: აკაკი შენგელია, გია ებერალიძე, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი - მარინა ჯაფარიძე დაესწრნენ.

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ  პირველი დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „1919 წლის 12 მარტს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პირველი დამფუძნებელი კრება გაიხსნა, რომელიც არჩეული იქნა 1919 წლის საყოველთაო არჩევნების საფუძველზე საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით. უდიდესი ინტელექტუალური რესურსი იდო საქართველოში, როგორც სახელმწიფოში, რომელსაც ყავდა პირველი დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრება, - პარლამენტი. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ პირველ პარლამენტს რამდენიმე გურული წარმომადგენელი ჰყავდა, მაგალითად სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გერასიმე მახარაძე და სხვები,“ - აღნიშნა მერმა.