სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

27/11/2019

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა





ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის სააქტო დარბაზში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებას მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი წარუდგინა, საკრებულომ კი ის რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნო, რომლებიც განხილვის პროცესში გამოიკვეთა. 2020 წლის ბიუჯეტი, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 26, 211, 6 ათასი ლარით განისაზღვრა და ის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ინიციატივები, რომლებიც საკრებულოს ფრაქციებმა, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით შეიმუშავა და მერიას წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და პროექტებზე. განხილვის პროცესში ჩაერთო ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. საჯარო განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. შეკითხვებს თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები პასუხობდნენ. იხილეთ ბიუჯეტის პროექტი და საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები