სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

15/04/2019

5 მაისს ოზურგეთში ჩაის ფესტივალი ჩატარდება





2019 წლის 5 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ. ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ქართული ჩაის ფესტივალი.

ფესტივალი ტარდება მუნიციპალური პროექტის, “ჩაის გზა,“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას როგორც სამრეწველო, ასევე ტურისტული მიმართულებით.

ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ 20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების და საწარმოების პროდუქციას. ასევე, “საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდება ჩაის ოსტატთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და კონფერენცია თემაზე “ქართული ჩაის სამრეწველო და ტურისტული შესაძლებლობები“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი თაფლის, მშრალი ხილის, ღვინის, თევზის და ყურძნის ნაწარმი. სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ ეთნოგრაფიულ კუთხეს და დააგემოვნონ ადგილობრივი ტრადიციული კერძები.

First edition of Georgian Tea Festival will be held on 5 May 2019 in the city of Ozurgeti, region of Guria, at the town square by the State Center of Folklore. The event is organized by Ozurgeti Municipality City Hall as a part of a project “Tea Route”, promoting the culture of tea-growing in the context of industry and tourism.

About 20 Georgian tea producers will take part in the fair, accompanied by the contest of “Tea Masters Cup of Georgia”, organized by the Georgian Association of Organic Tea Producers. Participants of the event will be also invited to attend a conference on industrial and tourism opportunities of Georgian tea. Local honey, dry fruit, wine, fish and grape products will be represented on the festival. Visitors will have opportunities to visit ethnographic corner and taste local traditional dishes.