სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

02/06/2019

ა ნ ო ნ ს ი - "ჩვენ შეგვიძლია"





საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის კონკურს ,,უსაზღვრო შესაძლებლობების“ ფარგლებში ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურია“ ახორციელებს პროექტს ,,ჩვენ შეგვიძლია“.

პროექტში ჩართული იქნებიან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირები.

პროექტის ფარგლებში 7 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებით:

I დღე - 7 ივნისი - კვირეულის გახსნა, საზეიმო კონცერტი, კულტურისა და დასვენების პარკი;
II დღე - 9 ივნისი - ავტო შეჯიბრება, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
III დღე - სპორტული შეჯიბრებები: შაში, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ნარდი;
IV დღე - საზეიმო დახურვა 14 ივნისი - გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოვება, კვირეულის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ფოტოების პრეზანტაცია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

მომზადდება საიმიჯო კლიპი, რომელშიც აისახება პროექტის აქტივობების მიმდინარეობა.

კვირეულის პარტნიორები:
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია;
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პ. ,,მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“;
ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება;

კვირეულის ფარგლებში გასამართ სპორტული აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ გურიის რეგიონში მაცხოვრებელ შშმ პირებს.
მსურველებმა უნდა დაუკავშირდნენ ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ წარმომადგენლებს.

#ჩვენშეგვიძლია