სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

07/03/2019

ანონსი - ოზურგეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისი იხსნება





ხვალ, 7 მარტს ოზურგეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისი გაიხსნება!

ოფისს 13:30 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. 
ლანჩხუთის შემდეგ, ეს იქნება პალატის რიგით მეორე ოფისი, რომელიც გურიის რეგიონში იმუშავებს. 
ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე მიიღონ ის სერვისები და საკონსულტაციო მომსახურება, რასაც პალატა მათ სთავაზობს. 
ოფისის დათვალიერების შემდეგ, პალატის პრეზიდენტი ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდება და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს, ისაუბრებს ახალი ოფისის ამოქმედების მნიშვნელობაზე, მეწარმეობის მხარდაჭერისა და მათი ინფორმირებულობის საქმეში.

გურიაში ვიზიტისას, სტუმრები ოზურგეთში მდებარე სამკერვალო საწარმო ,,ოზურგეთი დენიმ“ - საც დაათვალიერებენ.