სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

06/02/2020

"ათეა"-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა





საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIV სხდომა მოიწვია. სხდომას ესწრებოდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი ღურჯუმელიძე. საბჭოს წევრებმა სხდომის თავმჯდომარედ ,,ათეა''- ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, რის შემდეგაც, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც სხდომის მონაწილეებს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გააცნო, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ასევე, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში -„CORLEAP“, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობისთვის სამი სათადარიგო წევრის დამტკიცების შესახებ გაიმართა მსჯელობა. აღმასრულებელი საბჭოს „CORLEAP“-ის დელეგატად რუსთავის, მცხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი აირჩიეს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა და მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.