სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

24/11/2014

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა





დღეს,24 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა შედგა. განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. შეხვედრას ოზურგეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობოორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად განუმარტა 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში. აღსაღნიშნავია, რომ საბიუჯეტო პროცესებში აქტიურადაა ჩართული საკრებულოს საზოგადოებრივი დარბაზი, რომელმაც ცვლილებათა პაკეტი მომზადა.
2015 წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით განისაზღვრება და არსებულ ბიუჯეტში პრიორიტეტად გამოყოფილია განათლებაზე ზრუნვა და მოსახლეობისათვის გათვალისწინებულია გაზრდილი სოციალური პაკეტით სარგებლობა.კერძოდ,ის სტუდენტები,რომლებიც მიიღებენ 100%-იან გრანტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3000 ლარით დაფინანსდებიან,ხოლო სკოლა,რომელმაც წარჩინებული მოსწავლე აღზარდა წახალისების მიზნით მიიღებს 1000 ლარს.კვერღელიძის განმარტებით,წარჩინებულ ახალგაზრდებს უნდა მიეცეს სწავლის სტიმული და მათ უნდა იგრძნონ მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა.
ასევე სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისათვის განსაზღვრული 100 ლარიანი დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება.დაფინანსება იზრდება აგრეთვე სოფლის მეურნეობის კუთხითაც.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოსახლეობას გააცნო საქართველოს პარლამენტის წევრის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის მზაობა იმის თაობაზე, რომ იგი როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში და მან გააჟღერა საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით,რომ ოზურგეთში მცხოვრებ ყველა 85 წელს გადაცილებულ პენსიონერს მიეცემათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პენსიაზე დანამატი.მისი თქმით: "მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე მზადაა ითანამშრომლოს ჩვენთან, მინდა გითხრათ,რომ მას აქამდე ამის საშუალება არ ჰქონია და იგი მზადაა გვიშუამდგომლოს ფინანსთა,ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებთან და საქართველოს მთავრობასთან . ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას არგუმენტირებული დასაბუთების მქონე შენიშვნათა პაკეტით დაუბრუნდება, მასში აისახება ის წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელიც საჯარო განხილვებისას, კომისიებსა და ფრაქციებში შემუშავდა და რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.