სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

28/11/2019

ბიუროს სხდომა





ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ 15 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. 

განიხილეს მერიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ და სტრუქტურული ერთეულების დებულებები. ბიუროს წევრების შეკითხვები შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც აღნიშნული პროექტით არის წარმოდგენილი. მათ შორის: ორი სამსახურის შერწყმას, ახალი საშტატო ერთეულების მატებას და რეორგანიზაციის მოსალოდნელ შედეგებს. რაზედაც მერიის წარმომადგენლებმა ბიუროს განუმარტეს: "მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დროს მოცემულ საშტატო ნუსხით არ იგეგმება შტატების შემცირება, რანგების ცვლილება. საშტატო ნუსხას ემატება 5 საშტატო ერთეული. ასევე, წარმოდგენილი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის შეერთებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან და სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფას, რომელიც გარდაიქმნება სამსახურად. " მათივე განცხადებით წარმოდგენილი საშტატო ნუსხა უზრუნველყოფს მერიის უფრო ეფექტურ მუშაობას. საკითხის შესახებ დასკვნა წარმოადგინა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ, რომელშც დებულებებთან დაკავშირებით რიგი შენიშვნებია ასახული. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე, მერიის დებულებასა და 7 სტრუქტურული ერთეულის დებულებების შესახებ, საკრებულო, რიგგარეშე სხდომაზე, 29 ნოემბერს იმსჯელებს, რომელიც მერის წინადადებით იქნა მოწვეული. 

ბიუროზე განიხილეს აგრეთვე და ამჯერად, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს 6 საკითხი. ესენია: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე , უძრავი ქონების საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ; მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და ამავე ქონების გეგმის დამტკიცების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; დაბა ურეკში უსახელო ქუჩისთვის "პალმების ქუჩის" სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების დამტკიცების თაობაზე. 

საკრებულოს მორიგი სხდომა კი 4 დეკემბერს გაიმართება.