სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

16/12/2019

ბიუროს სხდომა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიამ , 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მას შემდეგ, რაც საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოს ბიუჯეტის პროექტი არგუმენტირებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დაუბრუნა, მერიამ კანონმდებლობის შესაბამისად მომავალი წლის მთავარი საფინანსო დკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოდგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა "წარმოდგენილ პროექტში შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, მაგრამ იყო მოთხოვნა-კონკრეტული თარიღების მინიშნება კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელიც სრულად არაა წარმოდგენილი საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რაც უნდა გამოსწორდეს." (იხილეთ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი )

ბიუროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს, საკრებულოს დარგობრივი კომისიები და ფრაქციები მომდევნო კვირის განმავლობაში განიხილავენ. ბიუროს სხდომაზევე განიხილეს კიდევ ორი საკითხი: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი, აგრეთვე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ სამართლებრივი აქტის პროექტი.