სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

05/12/2014

ბიუროს სხდომა





2 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომაზე წარსადგენ საკითხებს კენჭი უყარეს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ხდომაზე განსახილველად, საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებულ იმ პროექტებს წარმოადგენს, რომელიც მშენებლობისა და დასუფთავების მოსაკრებლების გაზრდას ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, კანონმდებლობის სრული დაცვითა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს. საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 3 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელებენ.