სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

19/12/2014

ბიუროს სხდომა





დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს და ორგანიზაციულ საკითხზე -გამსვლელი სხდომის ჩატარების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის ინიციატივით, საკრებულოს საქმიანობასა და მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, მათი მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყობა გამსვლელი სხდომა დაბა ურეკის კულტურის სახლში. ამ ფორმატით სხდომის ჩატარება საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოუსმინონ და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობაც მიიღონ წარმოდგენილი საკითხების განხილვაში. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, იგი 19 დეკემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 15 საათზე გაიმართება.