სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

29/07/2019

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მორიგ სხდომაზე, „ღია მმართველობა 2018 -2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელებს“. საკითხი საკრებულოს სხდომის დრის წესრიგში, დღეს, ბიუროს გადაწყვეტილებით შევიდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა: „დროებით სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი იმ ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებაა, რომლებიც საკრებულოს მერიასთან ერთად, OGP-ის სამოქმედო გეგმით დაეკისრა და ის თვითმმართველობის ორგანოების უფრო გამჭვირვალე საქმიანობას და მოქალაქეთა ინფორმირებულობს უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გაუწევს, ჯგუფი აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად იმუშავებს“. 

 ბიუროს გადაწყვეტილებით, აგრეთვე, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი საკითხები: „ქ. ოზურგეთში გურამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნის განთავსების ორგანიზების თაობაზე " და „უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" განკარგულებების მიღება.

ბიუროს გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის კომისიას „ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში (შეკვეთილში) ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა დაევალა.

საკრებულოს მორიგი სხდომამდე, ბიურო კიდევ ერთ რიგგარეშე სხდომას გამართავ