სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

14/12/2019

"ჩვენით შექმნილი მომავალი"- გოგონათა ფეხბურთის გუნდი "დვაბზუ"





ოზურგეთის საკრებულო, პროექტ „თვითმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში, ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანიას "ჩვენით შექმნილი მომავალი“ განაგრძობს. ამჯერად, ინიციატივის ავტორები:ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე გოგონათა საფეხბურთო კლუბის "დვაბზუს" ფეხბურთელებს შეხვდნენ და სოფელ დვაბზუს რეზო ღლონტის საფეხბურთო სტადიონზე, მათ ვარჯიშს დაესწრნენ.

გოგონათა საფეხბურთო გუნდ „დვაბზუს“ წევრები არიან : ელენე გოგოტიშვილი, მარიამ კაპანაძე, ანა თევზაძე, ანნა სათვალდიევა, ანი ანთაძე, ლიზი, ლანა პაქსაძეები, სალომე ჩოგაძე, ნათია ჭელიძე, მარი აბაშიძე, ქეთი თევზაძე. გაიმართა საჩვენებლი მატჩიც, რომელსაც ამავე კლუბის საპატიო პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილიც შეუერთდა.

ეს დღე საინტერესო იყო იმითაც, რომ ვარჯიშს პროექტის „ჩვენით შექმნილი მომავალი“, პირველი მონაწილე, ტვ.2-ის დამაარსებელი, შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთუკა ხომერიკი ესწრებოდა, რომელმაც ვარჯიშის დასრულებისთანავე ინტევიუები ჩაწერა თანატოლებთან ინიციატივის ავტორებთან. ვრცელი სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ და აქ 

ინიციატივა „ჩვენით შექმნილი მომავალი“, რომელის ავტორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი არიან, მოქალაქეობრივი ცნობიერების პროცესში სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშემწყობი პროექტის "თვითმმართველობა განათლებისათვის“ ორგანული ნაწილია და პარტნიორობას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უწევს.