სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

26/06/2019

დაბა ნასაკირალში ახალი სკოლის მშენებლობა იწყება





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ნასაკირალში Design-Build მეთოდით 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.

განსახორციელებელ სამუშაოებზე ტენდერი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომელიც შ.პ.ს. „იმპოსტმა“ მოიგო.   

ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ადგილზე მშენებელი კომპანიისა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

გამარჯვებული კომპანია სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სკოლის მშენებლობას დაიწყებს.

პროექტის  სავარაუდო ღირებულება  7 022 440 ლარს შეადგენს.