სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

24/10/2014

დეპუტატები ბიუჯეტის ახალი პროექტის განსახილველად ემზადებიან





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ემზადებიან. ამ მიზნით დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრენინგი გაიმართა. ადგილობრივი თვითმართველობის ეკონომიკური საფუძველი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, საკრებულოსა და გამგეობის კომპეტენციები, საბიუჯეტო პროცესები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც საკრებულოს წევრები, შესაბამისს კანომდებლობასთან ერთად, ეცნობიან. ტრენინგს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე უძღვება. მსგავსი სწავლებების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.