სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/04/2019

ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილეს.





დღეს ბიურომ ელექტრონული პეტიციით ინიცირებულ საკითხზე იმსჯელა, რომელიც ქ. ოზურგეთში ალ. ყაზბეგის ქუჩაზე, სასმელი წყლის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, მდინარე ბჟუჟზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ეხება.

საკითხი უკვე განიხლული და შესწავლილი აქვს საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიას. როგორც ლავრენტი ბიგვავამ განაცხადა: " კომისიის მიერ შემუშავებული განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმაში ეს საკითხი ასახულია. კომისიას აქვს მომზადებული შესაბამისი დასკვნაც."

ელექტრონული პეტციით ინიცირებული საკითხი, ინფრასტრუქტურის კომისიის დასკვნასთან ერთად შემდგომი რეაგირებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.