სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

16/08/2019

ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი მიაგეს





დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა.

ზაზა დამენია 2004 წლის 14 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა.

კომანდოს ბატალიონის კაპრალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გადაარჩინა. ის სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა.

ეროვნული გმისი საფლავთან დღეს მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

ზაზა დამენიას საფლავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, კულტურის გამნყოფილების უფროსმა მაიზერ ცელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

2014  წლის 24 აგვისტოს „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“  ზაზა დამენიას ეროვნული გმირის უმაღლესი წოდება მიენიჭა, ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.