სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

14/05/2019

"ევროპის დღეები 2019"





ხვალ, 15 მაისს, 18:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის
ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და
დასვენების პარკში საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „
ევროპის დღე “გაიმართება.

ჩატარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მოეწყობა ესეების კონკურსში -„ევროპა ჩემთვის არის..“ მონაწილეების დაჯილდოება.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა

სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი
ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ მთავრობის,
დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული
ექსპერტები და ფართო საზოგადოება.

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც
იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხზე მრავალი
ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური
დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ,
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

პროექტის მარდამჭერები არიან: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

#ევროპისდღეები2019