სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

31/07/2019

იაქტიურე, ჩაერთე, შეარჩიე და „იყავი თანამმართველი“





ქალაქ ოზურგეთში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, კენჭისყრის პროცედურები დასასრულს უახლოვდება. ➡მალე ცნობილი გახდება ის პროექტები, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილებას მოქალაქეები თავად მიიღებენ. მანამდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით საქართველოში სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები: ვოლოდიმირ აბრამიუკი და იაგო წიკლაური იმყოფებოდნენ. ➡შეხვედრაში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, ექსპერტებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი-კონსტანტინე შარაშენიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- დავით მჭედლიშვილი, საკრებულოს წევრები, პროცესში ჩართული საჯარო მოხელები მონაწილეობდნენ. დისკუსია სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარების საკითხებს, პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც სოლიდარობის ფონდის გამარჯვებული აპლიკანტი, შერჩეულია საპილოტედ, რომელიც ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელის პრეცედენტს შექმნის.  ამ მიზნით, სხვადასხვა ეტაპებსა და მათ შორის: მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებაში დახმარებას თვითმართველობის წარმომადგენლებს, ფონდის ექსპერტები აღმოუჩენენ. ასევე ჩაატარებენ ტრენინგებს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. როგორც დავით დარჩიამ განაცხადა, მისი წინადადებით, მომავალი წლიდან განიხილება სამოქალაქო ბიუჯეტის არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგვა, რათა მეტი შესაძლებლობა მიეცეს მოსახლეობას ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გამოიყენონ მიანიჭებული უფლება თავად გადაწყვიტონ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები. რაც შეეხება თანხას, მისი განსაზღვრისა და რეგულეციების შემოღებისთვის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს ააქტიურებენ.