სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/08/2019

კომისიამ გომის მთაზე არსებული მდგომარეობა განიხილა





ოზურგეთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, კურორტ გომის მთაზე არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელა.

კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ კურორტზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც სხდომაზე აღინიშნა: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს. "

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.