სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

07/06/2019

კომისიების ერთობლივი სხდომა.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე, წყალშემკრები და წყალგამტარი არხების ფაქტიური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს დღეს, ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე.

მერიის შესაბამისმა სამსახურმა, ასევე, ინფორმაცია წარმოადგინა ქ. ოზურგეთში დაგეგმილი სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის შესახებ. გურიის, ნინოშვილის, ლესელიძის, დუმბაძისა და ლესელიძის ქუჩის გადაკვეთაში არსებული სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციები უკვე მომზადებულია. ასევე მზადდება დაბა ურეკში, წერეთლის ქუჩაზე 460 გრძ.მ სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი. საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა ადინისტრაციულ ერთეულებში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

კომისიამ შემოსული კორენსპოდენციაზეც იმსჯელა. კერძოდ, გოგი დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვენ გზის მოასფალტებას, მალაზონიას ქუჩაზე მდებარე მრავალბონიანი კორპუსის მაცხოვრებლები კი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის მოწესრიგებას. კომისამ შესაბამისი დასკვნები მოამზადა და შემდგომი რეაგირების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც ყურადღება გამახვილდა ელექტრონული პეტციით ინიცრებული საკითხი გახლდათ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის მოწყობის თაობაზე. აღნიშნულზე მერიის მიერ გამოგზავნილი პასუხი არადამაკმაყოფილებალდ მიიჩნიეს.

აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხა განიხილეს, რომელზედაც საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.