სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

09/12/2014

კომისიის სხდომა





ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის,ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე ესწრება. კომისიის წევრების შეკითხვებს ,,ა(ა) იპ- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” დირექტორი პასუხობს. ავთანდილ მექვაბიშვილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში საბავშვო ბაღების დაფინანსების განკარგვისა და ეფექტური ხარჯვის მიზნობრიობის დეტალებს განმარტავს. ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით სკოლამდელი განათლების დაფინანსება გათვალისწინებულია მილიონ 350 ათ. ლარით. კომისიის რეკომენდაციები სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში მართვის ახალი ხედვის წარმოდგენის საფუძველზე, ხარჯვის ოპტიმალური ვარიანტის შემუშავებს ითვალისწინებს. კომისიის თვამჯდომარის ლელა საჯაიას განცხადებით: სავარაუდოდ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამდელი განათლება შესაბამის სამინისტროს დაექვემდებარება, მართვის უფლება ადგილობრივი თვითმართველობას დარჩება. მანამდე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.