სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

26/09/2014

მაკვანეთის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები სრულდება





როგორ ხვდებიან სკოლამდელი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები სასწავლო პროცესის განახლებას, რა სიახლეები იგეგმება, დასრულდა თუ არა სარემონტო სამუშაოები - ამ და სხვა საბავშვო ბაღების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა,ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია მორიგ სხდომაზე განიხილავს, მანამდე კი კომისიის თავმჯდომარე არსებულ ვითარებას, ადგილებზე ეცნობა.