სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

17/12/2019

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადასცეს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალები შეიძინა.
 
უმაღლესი ხარისხის თუნუქის სახურავი, ხეობა, ცემენტი და სამშენებლო ბლოკი 2019 წელს სულ 105 - მა ოჯახმა მიიღო.
 
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ნაწილმა სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო, რომელიც ადგილზე მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ და მისმა თანაშემწემ, მერაბ ჭელიძემ მოინახულეს.