სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

29/07/2019

მერის მოადგილე ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო





ოზურგეთში სიორიძის ქუჩაზე, N22-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 259 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოებს შპს ,,მშენებელი“ აწარმოებს, რომელიც აგვისტოში დასრულდება.

მიმდინარე პროცესს ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე გაეცნო.