სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

31/07/2019

OGP საქართველო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს იწყებს





ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო OGP საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს იწყებს.  გეგმის მონიტორინგისა და შეფასების არსებული მეთოდოლოგიის შესახებ იმსჯელეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სამოქმედო გეგმაში ღია მმართველობის პრინციპებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ორი ვალდებულებით პასუხობს: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება, სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის და „თვითმართველობა განათლებისთვის“ დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრაზე გეგმის განმახორციელებელი უწყებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გააზიარებულ იქნა ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში. ანგარიშის თანახმად: უკვე მომზადებულია გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის შესახებ სიტუაციური ანალიზი  მზადდება საჯარო განხილვებისთვის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია აქტიურად მიმდინარეობს „თვითმართველობა განათლებისთვის“ ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების კამპანია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში - "მამარდაშვილი" შეიქმნა კოლექცია "თვითმმართველობა", ასევე ქვეკოლექცია OGP გააერთიანებს მხოლოდ იმ სრულტექსტოვან ფაილებს, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაწვდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ან OGP-ს სამდივნო მომსახურების მიწოდების ინდიკატორების განსაზღვრისათვის შექმნილია დაგეგმვის, ხოლო გაზომვის მიზნით კვალიფიცირებულ დამკვირვებელთა სამუშაო ჯგუფი მიმდინარეობს შედეგების ინდიკატორებთან შედარება და სერვის მენეჯმენტის კორექტირება. სხდომის მონაწილეებმა, მონიტორინგის ეტაპების შესაბამისად შესრულებულ სამუშაოს სტატუსსა და რეიტინგის მინიჭებაზე მოსაზრებები გამოთქვეს. შეთანხმდნენ მიმდინარე სამოქმედო გეგმისთვის სრულყოფილი ანგარიში წარედგინოს ღია მმართველობა-საქართველოს სამდივნოს ფორუმზე წარსადგენად. ღია მმართველობა-საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებები და პარტნიორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი, „პროგრესის სახლი“, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.