სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

13/12/2019

ოზურგეთის გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა. ღია მმართველობა საქართველოს 2018- 2019 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შექმილი საკრებულოსა და მერიის დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომა გაიმართა დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომლებიც დოკუმენტის სრულყოფას ისახავს მიზნად. სტრატეგია იმ ხედვებსა და მიზნებს აერთიანებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის გამჭვირვალე და კეთილსინდისიერ საქმიანობას უზრუნველყოფს. პროექტში ამოცანების მიხედვითაა გაწერილი საკრებულოსა და მერიის მიერ საქმიანობაში განსახორციელებლი ის ვალდებულებები, რომელთა შემუშავების პროცესში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტი შეიქმნა სამუშაო ჯგუფის უშუალო ჩართულობით, წინასწარ მომზადებული სიტუაციური და SWOT ანალიზების საფუძველზე. მას შემდეგ რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის პროექტი საბოლო რედაქციით ჩამოყალიბდება, ის საკრებულოს მიერ უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება. ღია მმართველობა-საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებები და პარტნიორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურცენტრი, „პროგრესის სახლი“, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.