სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

09/09/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში „ქალთა ოთახი“ იხსნება





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და გენდერულ საკითხთა განყოფილება მოქალაქეებს ახალ მუნიციპალურ სერვისს სთავაზობს.

სულ მალე მუნიციპალიტეტის შენობაში „ქალთა ოთახი“ გაიხსნება.

ეს იქნება ღია სივრცე ქალბატონებისათვის, სადაც ისინი კონსულტაციებს მიიღებენ მუნიციპალურ სერვისებზე და პროგრამებზე, ასევე ინფორმაციებს განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის შესახებ.

პროექტის მიზანია თვითმართველობის საქმიანობაში ქალბატონების აქტიური ჩართვა და მათი ეკონმიკური გაძლიერება.

ქალთა ოთახში მოეწყობა ბავშვთა კუთხე და ბიბლიოთეკა, ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერული მომსახურება.

საკითხთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია MERCY CORPS-ის წარმომადგენლები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ირაკლი სირაძეს, განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების თანამშრომლებს: ქეთევან კუჭუხიძეს და ნონა ბერაძეს შეხვდნენ. მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთახმდნენ.