სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

27/11/2019

ოზურგეთში სოციალური საწარმოები გაიხსნა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ორი სოციალური საწარმო გაიხსნა. გრავირებისა და ქაღალდის პარკების წარმოების საამქრო, რომლებიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას უზრუნველყოფს, „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა შექმნა. სოციალური საწარმოები საკრებულოს თავმჯდმარემ დავით დარჩიამ, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დირექტორმა თამარ ღლონტმა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ხაჩიძემ გახსნეს. პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვებისა და სუვენირების დამზადებას გულისხმობს. ამჯერად საწარმოებში 4 ადამინია დასაქმებული. ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია გურიაში.