სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

19/12/2014

საჭადრაკო ჩემპიონატი დაიწყო





დღეს ოზურგეთში სტარტი აიღო გურიის რეგიონის საჭადრაკო ჩემპიონატმა. რიგით XIX ჩემპიონატის გახსნას ოზურგეთისა და ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები დაესწრნენ. საჭადრაკო სკოლას, რომელსაც ზურაბ ანდღულაძე ხელმძღვანელობს, მრავალი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორისაა 11 წლის თორნიკე მახარაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონია თავის ასაკის მოჭადრაკეებს შორის. აღსაღნიშნავია, რომ თორნიკე 2014 წელს საუკეთესო სპორტსმენებს შორის დასახელდა. დავით დარჩიამ წარმატებები უსურვა ჩემპიონატის მონაწილეებსა და საჭადრაკო სკოლას.