სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

06/02/2020

საინფორმაციო შეხვედრა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიართა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის თაობაზე : " გურიის, იმერეთისა და რაჭა - ლეჩხუმის სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით". პროექტის პრეზენტაცია ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირის "სპექტრის" წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ორგანიზაციებთან "განათლებისა და თანასწორობის ცენტრისა" და "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" პარტნიორობით გამართა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. მონიტორინგს გაუწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორისაა ოზურგეთი. შედეგები დაეფუძნება მონიტორინგის მექანიზმს და განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას, გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. ადგილობრივი საჭიროებების შეფასება განხორცეილდება პროექტის პირველ და მეორე წლის განმავლობში, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე საჯარო და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. შეხვედრას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ერთად, საკრებულოს აპრატისა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტს ახორციელებს კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი", მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირის "სპექტრთან" პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით.