სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

29/07/2019

საკრებულო მერიის რეორგანიზაციის შესახებ პროექტს არ განიხილავს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ გაითვალისწინა, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნა, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა. 
 საკრებულოს კომისიამ მხარი არ დაუჭირა რეორგანიზაციის საკითხზე წარმოდგენილ დადგენილების პროექტს. კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ ბიუროს წევრებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამართლებრივი საკონსულტაციო დასკვნაც წარუდგინა, სადაც ნათქვამია რომ „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, რაზეც გამოიცემა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, მოცემულ შემთხვევაში მერის ბრძანება“. 

შესაბამისად, მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტს საკრებულო არ განიხილავს. 

 მოქმედი კანონმდებლობით, მერიამ საკრებულოს რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.