სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

19/12/2019

საკრებულო სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშეწყობას აგრძელებს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ინიციატივა "თვითმმართველობა განათლებისათვის" ფარგლებში, აქტიურად აგრძლებს სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემოქმედის საჯარო სკოლის მეცხრე კლასელები სტუმრობდნენ. ახალგაზრდები საკრებულოს საქმიანობით დაინტერესდნენ. მოსწავლეებს საკრებულოს ფუნქციებსა და თვითმმართველობის არსზე, ყველა იმ ორგანიზაციულ, ტექნიკურ სერვისებზე, მათ შორის ელექტრონულ მმართველობასა და ინოვაციურ მეთოდებზე, რომელიც საკრებულოს საქმიანობაშია დანერგილი, დეტალური ინფორმაცია საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ მიაწოდა. ახალგაზრდებმა სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. საკრებულოს ინიციატივა, "თვითმმართველობა განათლებისათვის" მოქალაქეობრივი ცნობიერების პროცესში სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშემწყობი პროექტია. მას პარტნიორობას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უწევს.