სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

27/11/2019

საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, არგუმენტირებული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, აღმასრულებელ ორგანოს დაუბრუნა. გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში გამოკვეთილი წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნებში აისახა.კანონდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერია, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს საკრებულოს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.