სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

19/11/2014

საკრებულოს ინიციატივებს დარბაზი მხარს უჭერს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა „საზოგადოებრივი დარბაზმა“ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

წარმოდგენილ პროექტზე შენიშვნები გამოთქვეს დარბაზის წევრებმა. საია-სა დასდგკ-ს წარმომადგენელთა თქმით, ეს პროექტი შორსაა პროგრამული ბიუჯეტიდან და გამგეობას მეტი მოეთხოვება თითოეული პუნქტის კონკრეტიზაციისათვის.
საკრებულოს წარმომადგენლობითი რგოლის ხელმძღვანელები დარბაზის წინაშე გამოვიდნენ სამი ინიციატივით:
1) ბიუჯეტში შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის მიზნით, შემოღებულ იქნას მშენებლობებზე ახალი მოსაკრებელი დიფენცირებულად, ქალაქის, დასახლებული პუნქტებისა და საკურორტო ზონისათვის;
2) მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 1700-ზე მეტია, მაგრამ აუცილებლად ესაჭიროება სოციალური დახმარება, ნაცვლად 100 ლარისა, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მიეცეს 150 ლარი;
3) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ, მუნიციპალიტეტის თემთა საკრებულოს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ იმ სტუდენტს, რომელიც მიიღებს 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში გადაეცეს 3000 ლარი, ხოლო მის სკოლას - 1000 ლარი.
„საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა“ სამივე ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგეს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, რომელზეც მოწვეული იქნებიან დაბებისა და სოფლების წარმომადგენლები.