სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

04/12/2019

საკრებულოს მორიგი სხდომა





ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის შესახებ დადგენილება; ცვლილება შევიდა „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიულ აქტში; საჯაროო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების მისაღებად. საკრებულომ მიიღო განკარგულება, დაბა ურეკში, უსახელო ქუჩისთვის "პალმების ქუჩის" სახელის მინიჭების თაობაზე. განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა კონსულტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან სახელის შერჩევის მიზნით. საკრებულოს სხდომას 30 დეპუტატი ესწრებოდა.