სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

03/07/2019

საკრებულოს მორიგი სხდომა





საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა "მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი", მოძრავი და უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხების შესახებ განკარგულებები.

ცვლილება შევიდა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, განკარგულება ერთხმად იქნა მხარდაჭერილი, აგრეთვე, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ ადმინისტრაციულ შენობაში არსებული 83 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

დღესვე საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რამდენიმე საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მათ შორის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ და მერიის მიერ "მერიაში რეოგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოების პროცესში საკითხებზე დარგობრივი კომისიები იმსჯელებს და საკრებულოს შესაბამის დასკვნებს წარუდგენს.

 საკრებულოს ახლადარჩეული წევრი დავით მდინარაძე კი უფელბამოსილების განხორციელებას საკრებულოს ორ კომისაში: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში შეუდგება. საკრებულომ კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილებას მხარი დაუჭირა.