სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

29/11/2019

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა





საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს. საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილ მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ - დადგენილება დაამტკიცა. "მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დროს მოცემულ საშტატო ნუსხით არ იგეგმება შტატების შემცირება. "- აღნიშნა მერიის წარმომადგენლებმა. მათივე განმარტებით "წარმოდგენილი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის შეერთებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან და სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფას, რომელიც გარდაიქმნება სამსახურად. " სხდომაზევე დამტკიცდა მერიისა და 7 სტრუქტურული ერთეულის დებულება, საკრებულოს იურიდიული კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით.