სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

24/10/2014

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა





დღეს,22 ოქტომბერს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.სხდომას 43 დეპუტატიდან 37 დეპუტატი დაესწრო.დღის წესრიგი 3 საკითხის განხილვას ითვალისწინებდა:
1. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ " ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს #3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2."ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს #14 დანკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3."ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს #45 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.