სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

05/12/2014

საკრებულოს სხდომა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი, მათ შორის 2014 წლის ბიუჯეტში და სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებები დამტკიცდა. საქართველოს დემოკრატიული განვითრების კავშირთან ურთიერთანამშრომლობით მომზადებულ რეგლამენტის ცვლილებათა პაკეტი ტექნიკური ხასიათის შენიშვნებთან ერთად, საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან ანგარიშის წარდგენის შინაარსობრივ ცვლილებას შეეხებოდა. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ინიციატივების შესაბამისად, მშენებლობის სანებართვო, აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად. იგეგმება ა.ა.(ი)პ „კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია. რაც შეეხება შ.პ.ს „მარულას“, რომლის დაფინანსების თაობაზე საკრებულოს წევრები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ითხოვდნენ მომსახურების ეფექტურ და ფისკალურ შედეგზე გათვლილ სათანადო არგუმენტაციასა და დასაბუთებას, გამგეობის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ლიკვიდირებულ იქნება.