სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

04/10/2019

საკრებულოს წევრებმა გაწეული საქმიანობის ანგარიშები წარადგინეს.





საკრებულოს წევრებმა ნანული ორაგველიძემ და შოთა გოგიბერიძემ, დღეს, მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.

" როგორც საკრებულოს დეპუტატი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას ვღებულობდი საკრებულოს, კომისიების, გენდერული საბჭოსა და ფრაქციის სხდომებზე გამოტანილი საკითხების განხილვაში, რომლებიც ეხებოდა მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, ეკონომიკურ განვითარებას და აგრარულ საკითხებს, საგზაო და საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, მოქალაქეთა სოციალური დაცვის, სკოლამდელი აღზრდისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებს, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობას, ბიუჯეტის ცვლილებებს და ა. შ. " - აღნიშნა ნანული ორაგველიძემ.

შოთა გოგიბერიძემ ყურადღება საბიუჯეტო, სოციალურ და განათლების თემატიკაზე გაამახვილა. "ჩვენი ფრაქციის განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე თითქმის ყველა განხილვის დროს ვიყენებდი ოზურგეთის მოსახლეობისათვის სოციალური პაკეტის გაზრდისა და გამრავალფეროვნების საკითხს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების სახელფასო განაკვეთების გაზრდისა და ომის ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარების საკითხების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის თემატიკას. " - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნანული ორაგველიძისა და შოთა გოგიბერიძის მერ მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.