სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

15/10/2014

საკრებულოსა სხდომა





საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შტატების რაოდენობა 9 ერთეულით , ხოლო გამგეობაში 18 -ით შემცირდება, თუმცა ამავდროულად მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, იგეგმება სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების თანაშემწეების დანიშვნა - ამ შინაარსით წარმოდგენილ პროექტებზე, დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

იგივე პროცედურებს გაივლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აპარატისა და გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის შესახებ პროექტებიც. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საჯარო სამსახურის თანამდებობათა დამტკიცებული რეესტის შესაბამისად, ითვალისწინებს წამყვანი და უფროსი საჯარო თანამდებობის დაკავების მსურველთათვის უმაღლეს განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას.დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხიდან 5 საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.