სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

02/08/2019

საკურორტო ზონებში საინფორმაციო ბანერები განთავსდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - ტურიზმის განყოფილების ინიციატივით მუნიციპალიტეტის ზღვისპირა კურორტებზე: ურეკსა და შეკვეთილში საინფორმაციო ბანერები განთავსდა.

დამსვენებლებისთვის თვალსაჩიო ადგილებზე მოეწყო საინფორმაციო კუთხეები ოზურგეთის ტურისტული პროტენციალისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ.

სამსახურის დაფინანსებით სპეციალურად დატრენინგებული გიდების საშუალებით, კარდაკარის პრინციპით მოხდა საკურორტო ზონებში მოქმედ სასტუმროებში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და მათთვის საინტერესო პროექტების გაცნობა.

#გურია #ოზურგეთი #ტურიზმისგანვითარება2019