სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

04/10/2019

სასტუმრო “სემი“-ს საკონფერენციო დარბაზში “მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი" გაიმართა.





დღეს ოზურგეთში, სასტუმრო “სემი“-ს საკონფერენციო დარბაზში “მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

ფორუმი უკვე მეორედ ჩატარდა და მასში ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 50-ზე მეტი მეწარმე ქალი მონაწილეობდა.

ფორუმში ასეევე მონაწილეობდნენ ქალ მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამების წარმომადგენლები სააგენტო ,,აწარმოე საქართველოდან ,“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან;“ UNDP-ის პროექტიდან -“რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში,“ ასევე საქართველოს ფერმერთა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციებიდან.

,,ჩვენი დღევანდელი ფორუმის მიზანია ქალი მწარმოებლების გაძლიერება და მათი უფრო აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფორუმის თემატიკა ითვალისწინებდა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით მეწარმეთა ინფორმირებას, ასევე იმ პროგრამების გაცნობას, რითაც ადამიანებს ბიზნესის დაწყების ან განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. დღეს ასევე ქალბატონებს გავაცანით მიმდინარე და მომავალ წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი აქტივობები. ჩვენი ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიებები ეკონომიკური განვითარების გეგმას ეფუძნება, რომელიც წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის მომზადდა. გვაქვს საინტერესო გეგმები და ინიციატივები, რომელთაც ეტაპობრივად ვახორციელებთ,“ - განაცხადა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა.

ქალთა ეკონომიკური ფორუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

#გურია #ოზურგეთი2019
#ქალთაეკონომიკურიფორუმი