სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

13/10/2014

საზოგადოებრივი დარბაზი





დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზოგადოებრივი დარბაზი შეიკრიბა. დარბაზის წევრებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ გააცნეს.

დარბაზის წევრების მოსაზრებები, შენიშვნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საშტატო ნუსხის, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა შესახებ და სხვა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხებოდა. დარბაზის რეკომენდაციებს საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს გაეცნობიან.