სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

27/11/2019

სემინარი ,,ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვა’’





ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით სემინარი - ,,ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე’’ გაიმართა. სემინარი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კონგრესის თემატურმა მომხსენებელმა, მიდელბურგის მერმა - ჰერალდ ბერგმანმა გახსნეს. სემინარში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე ასოციაციისა (NALAG) და კონგრესის წევრებმა. სემინარი სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა,აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამების განყოფილების უფროსმა - მარიტე მორასმა შეაჯამეს.